"სენტ–ეტიენიდან" "სამტრედიამდე"

8-03-2018, 12:06

საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, იმერული კლუბის ღირსებას ფრანგული "სენტ–ეტიენის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიცავს. წყაროს ცნობით,  სიდი სანია საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

 28 წლის ნახევარმცველის ბოლო კლუბი პორტუგალიური "უნიაო მადეირა" იყო. პორტუგალიიდან კი გეზი საქართველოს მიმართულებით აიღო და იმერულ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა. რა თანხას გადაუხდის კლუბი აფრიკელს ამ დრომდე უცნობია.



კარიერული წინსვლა ყოველთვის კარგია:დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით