გატუზო: "ზიდანი? უფალს ვთხოვდი, რამე სასწაული მოევლინა"

9-03-2018, 01:29

მას შემდეგ, რაც "მილანის" ლეგენდამ ჯენარო გატუზომ ლომბარდიული გრანდი ჩაიბარა, ის ევროპულ მედიაში მაშინვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე ყურადღებამისაპყრობ პერსონად.

ეს ყველაფერი "მამაცმა გულმა" თავისი ორიგინალური განცხადებებით და მისი გუნდის მიერ თამაშის ხარისხის გამოსწორებით დაიმსახურა. 

გატუზომ "მილანში"  დანიშვნას ბევრი სკეპტიციზმით უყურებდა, თუმცა ახლა აპენინურ მედიაში მას უკვე ადარებენ მადრიდის "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს, რომლისაც დასაწყისში ასევე არავის სჯეროდა, თუმცა მისი გუნდის მიერ მოგებული ტიტულები, ახლა ყველაფერზე მეტყველებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პრესაში ჯენარო გატუზოს მიერ გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ თამაშს შეეხებოდა. 

"ყოველ ჯერზე, როდესაც საფრანგეთთან თამაში გვქონდა, მე ზიდანის აყვანა მიწევდა. მატჩის წინა ღამეს ვერასოდეს ვიძინებდი და უფალს ვთხოვდი, რამე სასწაული მოევლინა", - უთქვამს გატუზოს.

შეგახსენებთ, რომ გატიზოს "მილანმა" 2009 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა 13 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც ევროპის ლიგაზე "არსენალთან" მარცხით დასრულდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით