3 ქართველი, რომელთა წინააღმდეგაც თამაში რონალდოს გაუჭირდა

10-03-2018, 12:23

მსოფლიოს 5 გზის საუკეთესო ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთხელ მოუწია.

საკლუბო დონეზე მას ქართველი ლეგიონერები რამდენჯერმე დაუპრისპირდნენ, თუმცა პორტუგალიელისა და ქართველების შეხვედრა სანაკრებო მატჩის დროსაც მოხდა 2008 წელს.

წარმოგიდგენთ 3 შემთხვევას და 3 ქართველ ფეხბურთელს, რომელთა წინააღმდეგაც თამაში რონალდოს გაუჭირდა და იმ შეხვედრაში მან მაყურებელს თავი ბევრი ვერაფრით დაამახსოვრა.

3) უჩა ლობჟანიძე

2008 წლის 31 მაისს საქართველოს ნაკრები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდა. ის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა თავად რონალდომ თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა. მას ხშირად უჩა ლობჟანიძის წინააღმდეგ უწევდა თამაში მარცხენა ფლანგზე და ხშირად ორთაბრძოლებიდან დამარცხებული გამოდიოდა.

2) ზურაბ ხიზანიშვილი

2006 წლის 11 ნოემბერს პრემიერლიგის შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილის "ბლექბერნი" "მანჩესტერს" დაუპირისპირდა. მატჩი ალექს ფერგიუსონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მძიმე ბრძოლაში ერთადერთი გოლის გატანა ლუის საამ შეძლო. რაც შეეხება რონალდოს, მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და მატჩის ბოლოს შეცვალეს კიდეც, ხოლო რიგ ეპიზოდებში ქართველი მცველი მის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა. ხიზანიშვილმა იმ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

1) კახა კალაძე

2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერს" შანსი არ დაუტოვა და 3:0 გაანადგურა. მატჩში 90 წუტის განმავლობაში ითამაშა კახა კალაძემ, რომელიც ძალიან დამაჯერებელი იყო და მის წინააღმდეგ რონალდო ვერაფერს გახდა.



  • beka10
  • 10 მარტი 2018 12:24
ucha legendaaa <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით