"მილანს" ჯეკ უილშირი სურს

11-03-2018, 17:05

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი "მილანის" ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. 

Sunday Express-ი წერს, რომ იტალიური კლუბი ინგლისელი ნახევარმცველის თამაშით აღფრთოვანებულია და მზად არის, რომ მას სარფიანი კონტრაქტიც შესთავაზოს. 

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის ბოლოს უილშირს "მეთოფეებთან" მოქმედი ხელშეკრულება ეწურება და მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა "ემირეითსზე".

"როსონერის" სურს, რომ 26 წლის მოთამაშე უფასოდ გადაიბიროს. 



  • AM11
  • 11 მარტი 2018 17:27
მაგარ ფორმაშია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით