ობამეიანგი: "უეფას" წესებით დამწუხრებული ვარ"

12-03-2018, 21:00

როგორც ცნობილია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "არსენალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გაიფორმა. 

"უეფას" წესების თანახმად, გაბონელ ფორვარდს "ევროპა ლიგის" მიმდიანრე სეზონში ლონდონური კლუბის დახმარება არ შეუძლია. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ ფაქტით დამწუხრებულია. 

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არ ვიცი ინგლისურად როგორ ვთქვა "უეფას" წესების შესახებ, მაგრამ დამწუხრებული ვარ იმით, რომ ჩემს გუნდს ვერ ვეხმარები". 

"ცხოვრება ასეთია. უნდა შევეგუო ამას. სამ დღეში ერთხელ ვერ ვთამაშობ. დორტმუნდის "ბორუსიაში" ყოფნის დროს, ყოველ მესამე დღეს ვთამაშობდი, აქ კი კვირაში ერთხელ გავდივარ მოედანზე. ეს არ არის ადვილი". - ამბობს ობამეიანგი 



  • AM11
  • 12 მარტი 2018 21:21
არადა დიდი ძალაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კახა ცხადაძემ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით