"სევილიამ" "მანჩესტერს" მადლობა გადაუხადა

14-03-2018, 02:10

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ანდალუსიის "სევილიამ" "მანჩესტერს" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 სძლია და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

განმეორებითი შეხვედრის შემდგომ "დალაქების" ოფიციალურმა თვითერმა "წითელ ეშმაკებს" მადლობა გადაუხადა.

"გვსურს მადლობა გადავუხადოთ "იუნაიტედს", რომელმაც ძლიერი მეტოქეობა გაგვიწია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ოცნებების თეატრში ვითამაშეთ, სადაც ჩვენი ოცნება ახდა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ სეზონის დარჩენილ ნაწილში." - წერია განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით