მუნდიალი კეინის გარეშე?!

14-03-2018, 09:21

ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" შემტევი ჰარი კეინი ტრავმირებულია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში კოჭი დაიზიანა. მედიკოსების აზრით, თავდამსხმელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მოედანზე დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

"დეზებმა" აღნიშნული შეხვედრა “ბორნმუთთან” გამართეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს, თუმცა 3 ქულას კეინი შეწირეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კეინი მუნდიალს გამოტოვებს, რაც ნამდვილად დიდი და სერიოზული დანაკლისი იქნება ინგლისის ნაკრებისთვის.



  • goga1996
  • 14 მარტი 2018 10:16
inglis kide eg unda?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით