რამაზ შენგელიას კარიერული ფრაზები

14-03-2018, 10:48

თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელის რამაზ შენგელიას კარიერული ფრაზები.


"...ერთ მცველს გავცდი, მეორეც ჩამოვიტოვე და ის იყო, ბურთს უნდა შევყოლოდი, რომ გუცაევი დავლანდე. აშკარად უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა. დაძაბული შევცქეროდი ვოვას... ბურთი გრაპენტინს გასცდა თუ არა, დავრწმუნდი, რომ თასს თბილისში წამოვიღებდით." - შენგელია.

"დავით ყიფიანმა შენგელიას გადააწოდა. რამაზმა კარგად დაფარა ბურთი კორპუსით, ბრაუერი მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. ყველამ იფიქრა, რომ რამაზი მარცხნივ გადააწვდიდა, სადაც დარასელია და თავაძე იყვნენ, მაგრამ უცბად, მცირე პაუზის შემდეგ, რამაზმა ბურთი მარჯვნივ, გუცაევს დაუგორა. ისეთი დროული და ზუსტი პასი იყო, რომ ჩვენს თავდამსხმელს გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა"
- "სოვეტსკი სპორტი".

შეგახსენებთ, რომ შენგელია 11 წლის მანძილზე იცავდა დედაქალაქური კლუბის ღირსებას და მან 283 მატჩის ჩატარება და 120 გოლის გატანა შეძლო. რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (31 მატჩში 23 გოლი).1981 წელსვე, ჟურნალ "France Football"-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, შენგელია წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა.

რამაზ შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.





  • goga1996
  • 14 მარტი 2018 19:58
ლეგენდა ქართული ფეხბურთის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით