ვენგერი: "მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგა კარგია"

15-03-2018, 11:18

"ლონდონის" არსენალის ფრანგმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა ევროპა ლიგის განმეორებით მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს "ემირეიტზე" გაიმართება. ფრანგი სპეციალისტის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანია და ტემპის დაგდებას არ აპირებს.

"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით სტუმრებს შემტევი ფეხბურთი შევთავაზოთ. რთული პერიოდი გვქონდა, ხოლო ახლა მილანში ჩატარებული თამაში ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს და შევეცადოთ მოგებათა სერია გავაგრძელოთ. მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგა კარგია, რადგან იქ ვარსკვლავური გუნდები ასპარეზობენ", - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "მილანს" "სან სიროზე" 0:2 მოუგო და შინ სერიოზული უპირატესობით დახვდება გატუზოს შეგირდებს.



  • goga1996
  • 15 მარტი 2018 19:44
კი აშკარად ძლიერი კლუბებია ახლა მილანიც რომ დაემატება:დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით