"რეალს" "სევილიას" მცველის ყიდვა სურს

16-03-2018, 00:03

როგორც ცნობილია, მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "რეალი" დაცვითი ხაზის გამაგრებას აპირებს და ამისათვის მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველის ყიდვას გეგმავს. 

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო გუნდის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს "სევილიას" ფეხბურთელი, კლემან ლენგლე წარმოადგენს.

წყაროს ცნობით, ზინედინ ზიდანს ძალიან მოსწონს თავისი თანამემამულის თამაში და კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მის შესაძენად ყველაფერი გააკეთონ. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის უკანახაზელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს. 



  • AM11
  • 16 მარტი 2018 00:11
magar formashia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით