კურტუა: "პასუხისმგებლობას არ გავურბივარ"

16-03-2018, 10:08

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "არისტოკრატების" ბელგიელმა კიპერმა მედიასთან განცხადება გააკეთა. კურტუას თქმით, მისი გუნდი გავარდნის ღირსი არ იყო.

"ფაქტია, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით და "ბარსელონამ" არ გვაპატია. ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები. არგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა, მაგალითად ძელის მომენტში. რაც შეეხება მესის, მის წინააღმდეგ ხშირად მითამაშია და სასწაული ბურთების აღება მიწევდა. გუშინდელ ფაქტს რაც შეეხება პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, რადგან  საბოლოო ჯამში 4 გოლი გაგვიტანეს“, - განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" ორი მატჩის ჯამში "ბარსელონასთან" 4:1 დამარცხდა და ლიგიდან გამოვარდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით