პაუზამ შედეგები რეიტინგზეც ასახა

16-03-2018, 12:30

ფიფა/კოკა კოლის განახლებულ, მარტის სანაკრებო რეიტინგში საქართველოს ნაკრები ასეულს ჩამოშორდა და ამაში დიდი წვლილი ყატარს მიუძღვის. რეიტინგის მიხედვით საქართველოს ნაკრებს  332.01 ქულა აქვს, ხოლო ყატარს 332.38 და მე-100 ადგილზე გადაინაცვლა.

აღნიშნული ფაქტის მიზეზი ისაა, რომ ვაისის ფორმაციის ეროვნულ ნაკრებს გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბოლო შეხვედრა ჩვენებურებმა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართეს. რაც შეეხება მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 და 27 მარტს ლიტვასა და ესტონეთს დაუპირისპირდება.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული:

1. გერმანია - 1609
2. ბრაზილია - 1489 
3. პორტუგალია - 1360 
4. არგენტინა - 1359
5. ბელგია - 1337 
6. პოლონეთი - 1228
6. ესპანეთი - 1228
8. შვეიცარია - 1197
9. საფრანგეთი - 1185
10. ჩილე - 116.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით