• 05-08-2023
    ბუფონმა გეგმები გაამხილა - სად იმუშავებს ჯიჯი
    ბუფონმა გეგმები გაამხილა - სად იმუშავებს ჯიჯი
    Author of the article
    Aa

    ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერის დასრულება ოთხშაბათს გამოაცხადა. ჯიჯიმ თავისი ქომაგები გაურკვევლობაში დიდხანს არ ამყოფა და თავისი სამომავლო გეგმები დღეს გაგვაცნო.

    იტალიური მედია იუწყება, რომ ყოფილი გოლკიპერი იტალიის ნაკრებში იმუშავებს.

    ჯანლუიჯი "სკუადრა აძურას" დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. ბოლოს ამ თანამდებობაზე აწ გარდაცვლილი ჯანლუკა ვიალი მუშაობდა.

    "ეროვნულ ნაკრებში ვბრუნდები, რადგან იმ ბავშვს, რომელმაც 30 წლის წინ კოვერჩიანოს სავარჯიშო მოედანზე პირველად შედგა ფეხი, ისევ სურს, რომ იოცნებოს და ამ ოცნებით იტალიელ ქომაგებთან ერთად იცხოვროს," - დაწერა ბუფონმა ტვიტერზე.

    შეგახსენებთ, რომ კარიერის ორი უკანასკნელი სეზონი ჯიჯიმ "პარმაში" გაატარა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები