რონალდო: "ორმატჩიანი დუელი ფინალისგან განსხვავდება"

16-03-2018, 17:08

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის დასრულების შემდეგ ესპანურ მედიაში მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს პირველი კომენტარი გავრცელდა.

მოგეხსენებათ, წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ "სამეფო კლუბს" ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსი" შეეცილება.

"ფინალი ახლა მეორდება. წინ ძალიან საინტერესო მატჩები გველის. ეს იქნება დაპირისპირება ორ შეხვედრაში და არა ფინალი, ამიტომ წინასწარ რთულია დასკვნების გაკეთება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ვიბრძვით და "იუვეს" დამარცხება ერთ-ერთი ბარიერია".

"მეტოქის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ისინი ძალიან სახიფათოები არიან. კარგია, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იქნება", - განაცხადა პორტუგალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით