• 05-08-2023
    მაგარი ამბავი! - 16 წლის დოლტმურზიევი “ბრიუგეში" დააწინაურეს
    მაგარი ამბავი! - 16 წლის დოლტმურზიევი “ბრიუგეში" დააწინაურეს

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ქართველი შემტევი, ჰალის დოლტმურზიევი “ბრიუგეს” 23-წლამდე გუნდში დააწინაურეს.

    ჰალიდმა ახლახანს ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

    შეგახსენებთ, რომ დოლტმურზიევი წარმოშობით ინგუში გახლავთ და საქართველოს ნაკრებში თამაში მიმდინარე წელს გადაწყვიტა.

    საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ საქართველოს 17-წლამდე გუნდში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია.


    Facebook კომენტარები