ალეგრი: " შესაძლოა სამეფო კლუბიც დავამარცხოთ"

17-03-2018, 22:16

"ბებერი ქალბატონების" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"იუვენტუსი" და "რეალი" საინტერესო წყვილია. შარშან ესპანური გრანდი "ბარსელონა" დავამარცხეთ. არაფერი არაა გამორიცხული და შესაძლოა სამეფო კლუბის ბარიერიც გადავლახოთ. ჩემპიონთა ლიგამდე სანაკრებო პაუზა და "მილანთან" გასამართი მატჩი გველის. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ "რეალზეც" ვიფიქრებთ", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "იუვენტუსი" "რეალს" დაუპირისპირდება.



  • goga1996
  • 17 მარტი 2018 23:23
shansebi aris magram...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით