რაიოლა: "დონარუმას ბევრი გუნდი კარგ პირობას სთავაზობს"

18-03-2018, 11:28

ჯანლუიჯი დონარუმას მომავლის შესახებ ბევრი ჰიპოთეზა არსებობს და მის მომავალს სხვადასხვა გუნდს უკავშირებენ, თუმცა რამდენიმე საათის წინ მინო რაიოლამ განცხადება გააკეთა, რომლის შემდეგაც ჯიჯიოს "მილანში" დარჩენის შანსები გაიზარდა.

"ჩემი კლიენტების გადაწყვეტილებებს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ და გამონაკლისი არც დონარუმაა. თუ ჯიჯიოს "მილანში" დარჩენა სურს სწორი იქნება, რომ დარჩეს, თუმცა მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვიმეორებ ყველაფერი!"

"დონარუმას იტალიაში და საზღვარგარეთ უამრავი მსურველი ჰყავს და მას იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ, ვიდრე "როსონერიში" აქვს." - განაცხადა მინომ "Rai Sport"-თან ინტერვიუში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით