კომენტატორი: "ოთარ კაკაბაძე არის ფეხბურთელი სხვა პლანეტიდან"

20-03-2018, 13:31

ესპანეთის ლა ლიგა 2–ის 31–ე ტურში "ხიმნასტიკმა" "კორდობა" მიიღო და ორბურთიანი სხვაობით 0:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში საოცარი გოლის გატანა შეძლო ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კაკაბაძემ, თუმცა მსაჯმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი არ ჩათვალა.

შეხვედრის მე-40 წუთზე კაკაბაძემ 6 მცველი მოატყუა და ბოლოს გაადაცემა გააკეთა,  უკან დაბრუნებული პასის შემდეგ, შეხვედრის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

ესპანური ტელევიზიის კომენდატორმა შეხვედრის მსვლელობისას კაკაბაძეს "ფეხბურთელი სხვა პლანეტიდან" უწოდა.

"ოთარ კაკაბაძე პასის დროს  "კორდობას" მცველთან ერთად, ერთ ხაზზე იდგა, ამიტომ ვთვლი, რომ მსაჯმა წლის საუკეთესო გოლი გააფუჭა. ოთარ კაკაბაძე არის ფეხბურთელი სხვა პლანეტიდან", - თქვა ესპანელმა კომენფატორმა.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძის  "ხიმნასტიკი"  ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის. 



  • goga1996
  • 20 მარტი 2018 14:20
ასე გააგრძელეთ კაია ბიჭები

ეს ადამიანი ხიმნასტიკს არა ატლეტიკოს ან სევილიაში უნდა თამაშობდეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით