საინტერესო ფაქტები, რომელიც “ბარსელონა“ - “ატლეტიკოს“ დაპირისპირებაში მოხდა

7-04-2016, 23:56

როგორც მოგეხსენებათ, 5 აპრილს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის, მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. BBC-მ გამოაქვეყნა საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • ფერნანდო ტორესი გახდა მესამე ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, რომელმაც მოახერხა და "ბარსელონას" ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაუტანა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" მეცამეტედ შეხვდა თანამემამულე კლუბს და მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, ეს იყო 2011 წლის აპრილში, "რეალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.
  • ლიონელ მესის, ლუის სუარესს და ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 53 გატანილი გოლიდან, 44 აქვთ გატანილი, ეს მაჩვენებელი პროცენტულად ლიგის ისტორიაში საუკეთესოა(83%).
  • ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 2 გათამაშებიდან, არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია დანი ალვეშზე მეტი საგოლე გადაცემა(ერთ შემთხვევაში რონალდუს და ალვეშს თანაბარი, 7 საგოლე გადაცემა ჰქონდათ).
  • "ბარსელონას" მწვრთნელებიდან, ლუის ენრიკე ერთადერთია რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 11 მატჩიდან 11-ივე მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით