პირველად საქართველოს ნაკრების ისტორიაში

24-03-2018, 21:08

დღეს გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ლიტვას უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ოთხივე გოლი ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის პირველ ტაიმში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ეროვნული გუნდის პირადი რეკორდი გახლავთ. კერძოდ, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ნაკრებს ისტორიაში არასდროს მოუგია პირველი ტაიმი ოთხბურთიანი სხვაობით.

შეგახსენებთ, რომ თავის გამოჩენა გიორგი პაპუნაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, ვალერი ყაზაიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლეს.

საქართველოს ეროვნული გუნდი მომავალ ამხანაგურ შეხვედრას სამ დღეში, 27 მარტს, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



  • beka10
  • 24 მარტი 2018 22:33
genilauri iyo

  • kinwu
  • 25 მარტი 2018 13:55
magrebi xart bijebo magre gaagrdzelet yoveltvis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით