იტალიური გრანდები სებალიოსით დაინტერესდნენ

24-03-2018, 23:11

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები იტყობინებიან.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" არიან დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბს" დანის გაყიდვა არ სურს. გუნდს უნდა, რომ ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით გაუშვას სხვა კლუბში, ამით კი დაინტერესებული ტურინული გრანდია.

დიდი ალბათობით, სებალიოსი სწორედ მომავალი სეზონიდან გადაბარგდება იტალიაში.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით