"მილანს" კიდევ ერთი მილიარდელის სახელი დაუკავშირეს

27-03-2018, 19:14

გავლენიანი გამოცემა "Eurosport"-ის ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი სტივენ როსი "მილანის" გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება და მოვლენების განვითარების შესაბამისად გეგმავს მოქმედებას.

77 წლის ამერიკელის ქონება 7,8 მილიარდ დოლარად ფასდება და სპორტის ბიზნესშიც მოღვაწეობს. ის NHL-ის (ჰოკეი) კლუბ "მაიამი დოლფინს" ფლობს და საკმაოდ წარმატებითაც.

აპენინურ მედიაში წერენ, რომ "როსონერის" მფლობელმა იონჰონგ ლიმ ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარა და ან მთლიანად გუნდს, ან აქციების ნაწილს გაყიდის, თუმცა თავად ჩინელი ბიზნესმენი ამ ჭორებს უარყოფს.

რამდენიმე დღის წინ "მილანის" შესაძლო შემსყიდველთა სიაში ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი, ალიშერ უსმანოვიც დაასახელეს.



  • levani25
  • 27 მარტი 2018 19:40
იმენა რას გადაეკიდნენ ამ მილანს :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით