დანი სებალოსისთვის ორი იტალიური გრანდი იბრძვის

28-03-2018, 12:46

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები იტყობინებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" არიან დაინტერესებულნი.

როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბს" დანის გაყიდვა არ სურს. გუნდს უნდა, რომ ფეხბურთელი ორწლიანი იჯარით გაუშვას სხვა კლუბში, რაც ორივე იტალიურ კლუბს აკმაყოფილებს.

დიდი ალბათობით, სებალიოსი სწორედ მომდევნო სეზონიდან გადაბარგდება იტალიაში და აღნიშნულ ორ ვარიანტს შორის არჩევანს თავად გააკეთებს.



  • levani25
  • 28 მარტი 2018 14:12
იჯარით დაითრვს მილანი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით