Marca: მესი არგენტინის ნაკრებში არ თამაშობს, ნუთუ ის საქართველოშია?!

28-03-2018, 14:27

მოგეხსენებათ, გუშინ ესტონეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ჩვენი ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საქართველოს 2:0 მოაგებინა.

ეს გოლი სოციალური ქსელების მეშვეობით მალევე პოპულარული გახდა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც ძალიან ბევრმა ფეხბურთის მოყვარულმა იხილა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca"-ს გამოხმაურება, რომელმაც ვებგვერდზე ყაზაიშვილის გოლი განათავსა და შემდეგი კომენტარი გაუკეთა: "მესი არგენტინის ნაკრებში არ თამაშობს, ნუთუ საქართველოშია?!" 

იხილეთ: ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი ესტონეთის კარში

წყარო: Marca.Com



  • levani25
  • 28 მარტი 2018 14:59
ვაა საღოლ მარკა :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით