ევროტურნირებზე დიდი ცვლილებებია

28-03-2018, 19:03

მომავალი სეზონიდან ევროტურნირებზე დიდი ცვლილებები შევა ძალაში. ამის შესახებ უეფას ოფიციალური გვერდი იუწყება.

პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ახალი სეზონიდან ამოქმედდება ზამთრის ტრანსფერებს ეხება. კერძოდ, ამიერიდან გუნდებს შეეძლებათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული მოთამაშეების ევროტურნირებზე გამოყენება იმისდა მიუხედავად, ეხმარებოდა თუ არა ფეხბურთელი ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალებზე, ასევე სუპერთასის მატჩზე მწვრთნელებს სათადარიგოთა სკამზე 7 მოთამაშის ნაცვლოდ 12-ის შეყვანა შეეძლებათ.

და ბოლოს, გუნდებს პლეი-ოფის სტადიაზე სამის ნაცვლად 4 ცვლილების გამოყენება შეეძლებათ. ოღონდ, მე-4 ცვლილების გაკეთება მწვრთნელს მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი ტაიმების დროს შეეძლებათ.



  • tsandro
  • 28 მარტი 2018 19:03
ტრანსფერებზე კაია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით