აბურჯანია: "პროგრესი? ისინი რეიტინგში ჩვენზე წინ არიან"

29-03-2018, 14:05

გიორგი აბურჯანია, ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც "სევილია ატლეტიკოს" ღირსებას იცავს, ვლადიმერ ვაისმა ორივე, ლიტვა და ესტონეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა. დასამახსოვრებლია, მატჩის მიწურულს 90-ე წუთზე ესტონეთის კარში დარწყმული ბურთი, რომელიც მცირე მანძილით აცდა კარის ბადეს და ბოლო წუთებშიც მეტოქეს უსიამოვნებები შეუქმნა.

Footballnews.ge-მ ინერტიუ ჩაწერა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე ჩვენებურთან, რომელშიც მან აღნიშნული მატჩები შეაფასა.

ნაკრების ორივე ამხანაგურ მატჩზე მიიღე მონაწილეობა, როგორ შეაფასებდი შენს თამაშს, ვინაიდან შეცვლაზე შეხვედი, მოგეცა თუ არა ბოლომდე, შენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, კმაყოფილი ხარ სათამაშო დროით?

- "პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნაკრებმა ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ, ის ფაქტიც, რომ გუნდის ლიდერების: ჯანო ანანიძის, თორნიკე ოქრიაშივლის და ლევან მჭედლიძის გარეშე ვითამაშეთ და შეხვედრების მოგება მაინც შევძელით, მოგეხსენბათ ისინი დიდ ძალას წამოადგენენ ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, მცირე დროში ვერ მოახერხებ აჩვენო საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო რაც შეეხება კმაყოფილი ვარ თუ არა მცირე დროით, რომელიც მოედანზე გავატარე, ჩემი პასუხია - არა".

ორი მოგება, უპირობო ლიდერობა, საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს თუ როგორც კრიტიკოსები ამბობენ, გაგვიმართლა ან ამხანაგურ თამაშებს მივაწეროთ ჩვენი ტრიუმფი?

- "ჩემი აზრით, პროგრესი აშკარაა. მონდომება დიდია, ერთობლივად უმჯობესდება შედეგები, თამაშიდან თამაშამდე საქართველოს ნაკრები უმატებს".

როგორც პრესისთვის ცნობილია, "სევილია ატლეტიკოში" წინა მწვრთნელთან ცოტაოდენი უთანხმოება შეგხვდა, რადგან ნაკრების გამო ტრავმა მიიღე და თამაშები გაიუქმე, რა სიტუაციაა ახლა, როცა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია და გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს? გიწყობენ თუ არა ხელს საქართველოს დაეხმარო?

- "ახალ მწვრთნელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, თუმცა ზოგადად გუნდის პოლიტიკა შეცვლილია და სურთ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები ათამაშონ და გამოცდილება მიიღონ, ვინც მომავალ წელს გუნდში დარჩება".

რა გეგმები გაქვთ "ერთა ლიგაზე" და შეიცვალა თუ არა ფსიქოლოგიურად გუნდის მოტივაცია და თავდაჯერება ლიტვასა და ესტონეთთან გამართული მატჩების შემდეგ?

- "უდავოა, რომ ჩატარებული თამაშები მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს. მოგეხსენებათ ლიტვა ასევე, ესტონეთი ჩვენზე წინ არიან რეიტინგში და მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩების მოგება, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე, "ერთა ლიგაზე" გასამართი თამაშების წინ".



  • levani25
  • 29 მარტი 2018 14:14
წარმატებები აბუ bowtie bowtie

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით