ბაკა ჭორებს გამოეხმაურა: "არ მინდა, რომ დავბრუნდე"

29-03-2018, 17:45

"მილანის" მფლობელობაში მყოფი ფორვარდი კარლოს ბაკა, რომელიც ამჟამად "ვილიარეალის" რიგებშია განათხოვრებული, აპენინურ მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მედიაში თქვეს, რომ ესპანური კლუბი კოლუმბიელის გამოსყიდვას არ აპირებს და მომდევნო სეზონიდან ის კვლავ "როსონერის" დაუბრუნდება.

"ჟურნალისტები ყოველთვის არ ამბობენ სიმართლეს. ამ კლუბში თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ კიდევ დიდი ხნით დავრჩე. "მილანი"? იქ ბედი უკვე ვცადე. ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ, წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის და არ მინდა ამ ჭორებს ყურადღება მივაქციო", - ამბობს ბაკა.



  • levani25
  • 29 მარტი 2018 17:46
მილანს ხო უნდა რა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით