• 07-08-2023
    რუდი გარსია: "ოსიმენმა საუდის არაბეთიდან შეთავაზებაზე არც კი უნდა გაიფიქროს"
    რუდი გარსია: "ოსიმენმა საუდის არაბეთიდან შეთავაზებაზე არც კი უნდა გაიფიქროს"
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, "ნაპოლიმ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც "აუგსბურგი" 1:0 დაამარცხა.

    შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწრთვნელმა რუდი გარსიამ მედიასთან ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა, რომელსაც საუდის არაბეთში ეპატიჟებიან.

    "არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის ბოლოს ასეთ ჩემპიონატებში მიდიან. ნებისმიერ მოთამაშეს გაუჭირდება ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა.

    "მიუხედავად ამისა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, როგორიც ეს ოსიმენია, ასეთ წინადადებაზე არც უნდა გაიფიქრო.

    "ვიქტორის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ეს ყველაფერი მას უნდა ჰკითხოთ", - თქვა რუდიმ.

    Facebook კომენტარები