პიკე: "იტალიელებს კარგი ფეხბურთელები ყავთ"

5-04-2018, 12:49

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "რომასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალიელებს კარგი ფეხბურთელები ყავს.

"რომა" არის კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ბევრი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ადვილი მეტოქე შეგვხვდა, თუმცა მიუხედავად შედეგისა ფაქტია, რომ იტალიელებს კარგი ფეხბურთელები ყავთ. მინდა ავღნიშნო, რომ "გლადიატორები" თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებულები რასაც ნამდვილად ველოდით", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" აპენინელები 4:1 დაამარცხა და დიდი ალბათობით ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. კლუბებს შორის განმეორებითი შეხვედრა 10 აპრილსაა ჩანიშნული.



  • goga1996
  • 5 აპრილი 2018 14:52
pike shakiras manolashi udgas:D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით