• 10-06-2023
    მაგუაიერი "იუნაიტედის" დატოვებაზე უარს აცხადებს და ტრანსფერს აყოვნებს - The Athletic
    მაგუაიერი "იუნაიტედის" დატოვებაზე უარს აცხადებს და ტრანსფერს აყოვნებს - The Athletic
    Author of the article
    Aa

    ჰარი მაგუაიერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვება არ სურს, იუწყება The Athletic-ი. 

    ბრიტანული გამოცემის თქმით, ინგლისელ ცენტრალურ მცველს ოლდ ტრაფორდზე დარჩენა და შემადგენლობისთვის ბრძოლის გაგრძელება სურს. 

    პრობლემა ისაა, რომ ერიკ ტენ ჰაგი სამომავლო გეგმებში მაგუაიერს ვერ ხედავს და მეტიც, გუნდს უკვე მოსთხოვა ცენტრალური მცველის შეძენა. 

    მაგუაიერი თავისი გადაწყვეტილების პრობლემასაც ქმნის. "იუნაიტედი" კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ სანამ ჰარი არ წავა, გუნდი სამხრეთ კორეელს ვერ დაიმატებს.

    Facebook კომენტარები