კვირკველია რუსეთის ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა

9-04-2018, 12:39

რუსეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში მოსკოვის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე "როსტოვი" მიიღო და მეტოქის დამარცხება ანგარიშით 1:0 მოახერხა.

მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ.

ამჟამად მოსკოვური კლუბი რუსეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან "სპარტაკს" 2 ქულით უსწრებს.

ამასთან ერთად, კვირკველიას გუნდს მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით