• 08-08-2023
    სერჟინიო დესტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია
    სერჟინიო დესტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

    როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი კატალონიის “ბარსელონას” გეგმებში არ შედის.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mund Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ფეხბურთელის გაყიდვა უნდა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს ევროპაში შემოთავაზება არ აქვს.

    MLS-ის რამდენიმე გუნდი 22 წლის მოთამაშის შეძენით ინტერესდება, თუმცა დესტის პრიორიტეტი “ბარსელონაში” დარჩენა გახლავთ.

    ცნობისთვის, სერჟინიო გასულ სეზონში “მილანში” იყო განათხივრებული.

    Facebook კომენტარები