"მილანს" მათ გარეშე ძალიან გაუჭირდება"

11-04-2018, 09:53

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სებასტიან ნელამ "მილანისა" და ნეაპოლის მკვიდრთა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "როსონერის" ბონუჩი და რომანიოლი ძალიან დააკლდება.

"შავ-წითლებმა" დაადასტურეს, რომ თამაშში არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ჯერ კიდევ იბძვიან. გატუზოს და მის გუნდს დიდი დანაკლისი აქვთ. რომანიოლი და ბონუჩი დაცვის ხაზის ძირითადი წარმომადგენლები არიან და მათ გარეშე ლობარდიულ გრანდს ძალიან გაუჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ "მილანის" დაცვის ხაზი მოშლილია, წინ კი "ნაპოლია". დარწმუნებული ვარ, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება", - განაცხადა აპენინელმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სერია ა-ს 32-ე ტურის მატჩები გაიმართება. "სან სირო" კი ნეაპოლურ კლუბს მიიღებს.



  • levani25
  • 11 აპრილი 2018 12:54
მილანმა ვსო დაკარგა შანსები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით