ჰაინკესი: "ჩვენ გვაქვს მიზნები და შესაძლებლობები"

11-04-2018, 12:18

"სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში განმეორებითი მატჩის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ესპანელებისგან იმას ველით, რასაც მათ ადგილზე ნებისმიერი გააკეთებდა. "სევილაის" სჭირდება გოლები და ისინი არაფერს დაიშურებენ, რომ გაგვიტანონ, თუმცა მათ ჩვენი შეტევებით ვუპასუხებთ".

"მიზანი? რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამისთვის ყოველთვის, ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი იბრძვის. ჩვენ ვთამაშობთ ევროპის უძლიერეს კლუბებს შორის და გვაქვს ამბიცია, რომ სეზონი საუკეთესოს ჯილდოთი დავასრულოთ".

"გუნდმა არაჩვეულებრივი ფორმა აკრიფა, თუმცა საჭიროა რომ მაქსიმალურად მობილიზირებულები ვიყოთ. ჩემს ფეხბურთელებს ესმით, რომ ახლა სეზონის ყველაზე რთული და გადამწყვეტი მომენტია".

"ალაბამ ბოლო რამდენიმე დღეა ვერ შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში. ვფიქრობ, მას მივცემთ დროს, რომ სრულდებით აღიდგინოს ძალები. ბოატენგი? ის მზად არის. ნოიერიც თავს ძალიან კარგად გრძნობ. ექიმები ამბობენ, რომ სავსებით გამოჯანმრთელდა. ის უფრო და უფრო მეტად იტვირთება ვარჯიშებზე, თუმცა ჯერ მისი დაბრუნების შესახებ პროგნოზს არ ვაკეთებთ".

"ზიულე? დიდებული მოთამაშეა და თამაშის ხარისხს უფრო გააუმჯობესებს, ის მსოფლიოს ვარსკვლავების დონეზე ავა და ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახდება", - ამბობს ჰაინკესი.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "სევილიას" მატჩი მიუნხენის მთავარ არენაზე გაიმართება. შეხვედრა 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




  • levani25
  • 11 აპრილი 2018 13:09
კიდე ამან რო მოიგოს ლიგა :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით