ინძაგი: "უნდა ვამაყობდეთ"

13-04-2018, 13:11

ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, რომის "ლაციოს" თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღწეულით კმაყოფილია.

"თამაშში "დასაბრუნებლად“ მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. არ ვიტყვი, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში რასაც ევროპაში და იტალიის სერია ა-ში მივაღწიეთ უნდა ვამაყობდეთ. ვეცდებით სერია ა-ში უფრო მეტს მივაღწიოთ და სეზონი მაღალ ადგილზე დავასრულოთ", - განაცხადა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ "ლაციომ" "ზალსბურგის" ბარიერი ორი მატჩის ჯამში ვერ გადალახა და ევროპა ლიგიდან გამოვარდა (6:5).



  • goga1996
  • 13 აპრილი 2018 13:12
ჯიგარ ეს არ გეპატიება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით