გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი დეგეგმა

15-04-2018, 18:29

როგორც ბრიტანული სპორტული პრესა იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ზაფხულში ყოფილი შეგირდის ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი დაგეგმა.

გვარდიოლამ "სიტის" ბოსებს უკვე წარუდგინა გეგმა, თუ რომელი ფეხბურთელების შეძენა სურს მას მომავალი სატრანსფერო პერიოდის დროს, ხოლო ტიაგო მათ შორის ერთ-ერთი პირველია.

გავრცელებულ ცნობით, "ქალაქელები" მიუნხენის "ბაიერნს" ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

რამდენად დათანხმდება, "რეკორდმაისტერი" ინგლისელთა წინადადებას, უცნობია.



  • levani25
  • 16 აპრილი 2018 13:46
ნელა ზვიადიო უთხარით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით