ბაჩუაიმ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

16-04-2018, 14:01

დორტმუნდის "ბორუსიას" ბელგიელმა შემტევმა მიჩი ბაჩუაიმ ბუნდესლიგის გასული ტურის შეხვედრაში "შალკეს" წინააღმდეგ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მოახლოვებული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.

ბაჩუაიმ "შალკეს" წინააღმდეგ ტერფი მძიმედ დაიზიანა და მოედნიდან საკაცის საშუალებით გაიყვანეს.

მიმდინარე სეზონში "ბორუსიას" მაისურით ბაჩუაის მოედანზე ვეღარ ვიხილავთ, ხოლო რამდენად შეძლებენ მედიკოსები მის მუნდიალამდე მწყობრში ჩაყენებას, ამას მომდევნო კვლევები აჩვენებს.

მიჩი ბაჩუაი იჯარის წესით გერმანულ კლუბს ზამთარში "ჩელსიდან" შეუერთდა.



  • beka10
  • 16 აპრილი 2018 14:04
didi kacia mitchi <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით