ლორია რუსეთში საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

17-04-2018, 13:30

რუსეთის პრემიერლიგის გასული ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "ანჟი" სტ.პეტერბურგის "ზენიტთან" შინ 0:1 დამარცხდა. ამ მატჩის საუკეთესო მეკარედ კი ქართველი გიორგი ლორია დაასახელეს.

ლორიამ პეტერბურგელთა წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი გაატარა და არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა.

რუსეთის პრემიერლიგის ხელმძღვანელებმა კი ქართველს გარჯა დაუფასეს და ტურის საუკეთესო მეკარედ აირჩიეს.

ამ მომენტისთვის "ანჟი" პრემიერლიგაში მე-14 პოზიციაზე იმყოფება და დასარჩენად იბრძვის.



  • levani25
  • 17 აპრილი 2018 13:59
ვაა საღოლ ლორიას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით