ბენიტესი: "ფინალში ჩემი ყოფილი გუნდების ხილვა მსურს"

17-04-2018, 18:37

გამოცდილმა სპეციალისტმა რაფა ბენიტესმა, რომელიც ამჟამად "ნიუკასლს" უძღვება, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ის გუნდებიც დაასახელა, რომელთა ხილვა ფინალში სურს.

"ბევრი თვლის, რომ "ლივერპული" და "რომა" აუტსაიდერები არიან, თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ ნახევარფინალში გასულ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ტურნირის მოგება".

"იტალიელებმა უძლიერესი "ბარსელონა" გამოთიშეს ასპარეზობას და ამიტომ ინგლისელებს სიმშვიდის საშუალება არ ექნებათ. კლოპის გუნდი "ჯალაროსთან" მატჩებისთვის კარგად უნდა მოემზადოს".

"შესაძლებელია და ძალიან მინდა, რომ ფინალში ჩემი ორი ყოფილი გუნდი ვიხილო. "რეალისა" და "ლივერპულის" გადამწყვეტი დაპირისპირება სასიამოვნო სანახავი იქნება", - აღნიშნავს ესპანელი სპეციალისტი, რომელიც მერსესაიდელებს 2004-2010 წლებში, ხოლო "სამებო კლუბს" 2015-2016 წლებში წვრთნიდა.



  • levani25
  • 17 აპრილი 2018 18:38
ლივერპული ბაიერნი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით