უეფას ოფიციალური განცხადება "რეალი" - "იუვეს" მსაჯთან დაკავშირებით

17-04-2018, 21:39

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მადრიდის "რეალისა" და "იუვენტუსის" (1:3) სკანდალური მატჩს არბიტრს ინგლისელ მაიკ ოლივერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბოლო წუთზე ოლივერმა "რეალის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბევრმა ქომაგმა ოლივერს და მის მეუღლეს სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცხყოფა მიაყენა და სიკვდილითაც დაემუქრა.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მაიკლ ოლივერს. იმედია გამოძიება კარგად დასრულდება, ჩვენ მხარს ვუჭერთ სპეციალურ ორგანოებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ", - წერია უეფას განცხადებაში.



  • beka10
  • 17 აპრილი 2018 21:46
saocari kacia maikli sworad moiqca

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით