სახლში დაბრუნება 22 წლის შემდეგ

18-04-2018, 10:10

ფრანგული "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ადგილობრივ მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პარკ დე ფრანსზე" სეზონის ბოლომდე დარჩება და შემდეგ, კლუბიდან წავა. 

მიუხედავად იმისა, რომ 46 წლის სპეციალისტმა ფაქტიურად გაინაღდა ლიგა 1-ში ჩემპიონობა გუნდის მესვეურები მის დატოვებას არ აპირებენ, რადგან ესპანელმა თავკაცმა ჩემპიონთა ლიგაზე ფეხი ვერაფრით მოიკიდა.

"მე ყოველთვის მომწონს რეალ სოსიედადი. იგი ჩემს გულში მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. მე ამ კლუბში 10 წელი გავატარე და გავიზარდე იქ. რა თქმა უნდა იქ მუშაობით ბედნიერი ვიქნები", - განაცხადა უნაიმ.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი "რეალ სოსიედადის" აღზდილია და კლუბის ღირსებას 1996 წლამდე იცავდა. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას ამ უკანასკნელმა 2005 წელს "ლორკა დეპორტივო" ჩაიბარა, 2006-08 წლებში "ალმერიას" უთავკაცა, შემდეგ იყო "ვალენსია", "სპარტაკი", "სევილია" და ბოლოს "პსჟ".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით