საქართველოს პარლამენტში მესისა და რონალდოს გამო იჩხუბეს

19-04-2018, 11:17

უმრავლესობის დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ, მათიკაშვილი მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.

“არავითარ ჩხუბსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო რაღაც კამათი და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე - შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ - აი ამ თემაზე.

ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსსთან" "ქართული ოცნების" დეპუტატამა ნუკრი ქანთარიამ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დეპუტატები დაპირისპირებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათიკაშვილი და აბუსერიძე მხოლოდ საუბრობდნენ, თუმცა რა თემაზე ჯერჯერობით უცნობია.



  • goga1996
  • 19 აპრილი 2018 11:54
საღოლ ბიჭები დაადეთ ერთმანეთს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გადავა ჩაკვეტაძე "ბარსელონაში" და მერე..."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით