"რომამ" ბონავენტურას დაუმიზნა

19-04-2018, 14:33

ცნობილი აპენინური გამოცემა "Calciomercato"-ს მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, "რომას" წარმომადგენლები ჯაკომო ბონავენტურას ტრანსფერის თაობაზე მის აგენტ მინო რაიოლას შეხვდნენ. 

წყაროს ინფორმაციით, რომაელთა სპორტული დირექტორის, მონჩისა და მინო რაიოლას შეხვედრა მხოლოდ ლუკა პელეგრინის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარს არ ეხებოდა.

როგორც ჩანს, მონჩი ბონავენტურას თამაშით მოხიბლულია და "მილანთან" ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. წყაროს ცნობით, "ჯალაროსი" მილანურ გრანდს 20 მილიონ ევროს შეთავაზებს.



  • levani25
  • 19 აპრილი 2018 14:33
იმედია არ გაუშვებს მილანი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით