დონარუმა: "ჩემს მომავალზე აგენტი იზრუნებს"

19-04-2018, 18:54

"მილანის" ახლგაზრდა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ აპენინურ მედიასთან საუბრისას თავის მომავალზეც გააკეთა კომენტარი. 

ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა ჯიჯოს "როსონერიდან" შესაძლო საკითხი, რადგან ლომბარდიელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას კვლავ ვერ ახერხებენ. მეკარის მომავალს ძველებურად ტურინის "იუვენტუსს", პარიზის "პარი სენ-ჟერმენს" და მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.

"ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მყავს აგენტი და ის ყოველთვის ზრუნავს ჩემს კარიერაზე. მე მადარდებს მხოლოდ მოედანზე ჩემი თამაშის ხარისხი. მაქვს გზა, რომელსაც მივყვები და არ გადავუხვევ", - განაცხადა 19 წლის იტალიელმა, რომელსაც "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.



  • levani25
  • 19 აპრილი 2018 18:54
imedia darchenas gadawyvets

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით