პოჩეტინო: " დაძაბული დუელი გაიმართება"

20-04-2018, 09:59

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ინგლისს ასოციაციის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"ტოტენჰემი" და "იუნაიტედი" მსგავს სიტუაციაში არიან, მაგრამ ჩვენი მეტოქე უკეთეს ფორმაშია, რადგან იგი პრემიერლიგაში მეტ ქულას აგროვებს.  მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელია, მან იცის რა და როგორ გააკეთოს. დაძაბული დუელი გაიმართება, რადგან ორივე გუნდს ფინალში გასვლა სჭირდება.  ყველა გუნდი იბრძვის ამ ტიტულისთვის. ასოციაციის თასის მოგება სეზონის ფანტასტიკური დასასრული იქნება", - განაცხადა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ "დეზები" პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება "ეშმაკებს" მეორე ადგილისთვის ბრძოლაში არიან და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. მდევარი კი "ლივერპულია", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით