დონარუმას ბედი რაიოლამ გადაწყვიტა

20-04-2018, 14:20

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" 19 წლის მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა ზაფხულში "როსონერი" დატოვოს. აღნიშნული ფაქტის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა და ამას პლიუს კიპერს ცუდი ურთიერთობა აქვს ადგილობრივ გულშემატკივრებთან.

ლუკაკუსგან მიგდებული მინო რაიოლა უკვე ეძებს ახალგაზრდა კლიენტისთვის ახალ გუნდს, სადაც ფეხბურთელი თავს კარგად იგრძნობს. გავრცელებული ცნობებით, რაიოლამ ფეხბურთელი "პარკ დე ფრანსის" ბინადრებს შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით სათანადო პასუხი არ მიუღია. აქვე შეგახსენებთ, რომ ლომბარდიული გრანდის ამომავალი ვარსკვლავის შეძენით "სამეფო კლუბიცაა" დაინტერესებული. 

იმ შემთხვევაში, თუ, რომელიმე კლუბმა ჯანლუიჯის შეძენა გადაწყვიტა მუქთად ვერ ჩაიგდებს ხელში. "შავ-წითლებმა" მეკარის საწყის ფასად 52 მილიონი ევრო დაასახელეს. მიმდინარე სეზონში დონარუმამ კლუბის მაისურის მორგება 33 შეხვედრაში შეძლო.



  • goga1996
  • 20 აპრილი 2018 14:23
წავა წავა და ინანებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით