რაკიტიჩი:"ტურნირის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

20-04-2018, 21:13

კატალონიის "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა პრესასთან "სევილიასთან" გასამართ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მსურს წარმატებული სტარტი გავაგრძელოთ და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" მოულოდნელი მარცხი დავივიწყოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ძალიან რთული იქნება".

"ხვალ ურთულესი მატჩი გველის და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. "სევილიასთან" გამართული ყველა მატჩი საინტერესოა და არამგონია ხვალინდელ ფინალს დაძაბულობა მოაკლდეს".

"ყველას გვჯერა, რომ ტურნირს მოვიგებთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა რაკიტიჩმა ესპანელ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული მატჩი ხვალ, 21 აპრილს, 23:30 საათზე გაიმართება.



  • messi10
  • 20 აპრილი 2018 21:30
rakitiCi klasni kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით