პეტი: “ბარსელონაში“ გადასვლას ვნანობ“

21-04-2018, 12:32

საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “არსენალიდან“ “ბარსელონაში“ გადასვლას დღემდე ნანობს. 

"ერთადერთი, რასაც ჩემს საფეხბურთო კარიერაში ვნანობ, ის არის, რომ “ბარსელონაში“ გადასვლა გადავწყვიტე. გასახდელი სამ ჯგუფად იყოფოდა: ერთ კუთხეში ესპანელები, მეორეში - ჰოლანდიელები, კიდევ სხვაგან კი, დანარჩენები ისხდნენ. კატალონიურ კლუბში ჰარმონია არ იყო", - განაცხადა დასავლეთ ევროპელმა. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველმა ესპანეთში ერთი სეზონი ითამაშა და ისევ კუნძულზე დაბრუნდა.  ვისაც ეს უკანასკნელი არ გახსოვთ გეტყვით, რომ ფეხბურთელი ქალაქ დიპიდან იყო. პროფესიული კარიერა "მონაკოში" აეწყო. 1997-2000 წლებში "არსენალის" ღირსებას იცავდა, შემდეგ იყო "ბარსა" და ბოლოს 2001–2004 წლებში "ჩელსის" რიგებში ჩაირიცხა. 



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 14:45
ინანებდი გრანდიდან გადახვედი :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გადავა ჩაკვეტაძე "ბარსელონაში" და მერე..."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით