ჰაინკესი: "ამის ატანა არ შემიძლია"

21-04-2018, 12:59

არსენ ვენგერის გადაწყვეტილებამ მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. როგორც იცით, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “არსენალს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

“უნდა ითქვას, რომ ვენგერმა საფრანგეთსა და ინგლისში დიდებული სამწვრთნელო კარიერა შეიქმნა.  ევროპულ ფეხბურთში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი ფილოსოფია, თამაშისა და მართვის სტილი, ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენდა ინგლისურ ფეხბურთზე. არ ვიცი, სურს თუ არა მას კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა, მაგრამ ამის "არსენალიდან" სამუდამოდ წასვლის გადაწყვეტილების მიღების ატანა არ შემიძლია. მას ეს აღარ სჭირდება - ისედაც, ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა", - განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა არსენ ვენგერმა "მეთოფეები" 1996 წელს ჩაიბარა და დღემდე წვრთნის, თუმცა ეს სეზონი მისთვის ბოლო იქნება. იგივე ბედი ელის ჰაინკესსაც, რომელმაც პენსიაზე გასვლა დააანონსა.



  • goga1996
  • 21 აპრილი 2018 14:45
ტეხავს ისე 22 წელი და უცებ მორჩა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

დაგვიმეგობრდით