ფაბრეგასს მსურველთა რიგი დაუდგა

2-11-2018, 15:29

მიმდინარე სეზონში მაურისიო სარის "ჩელსი" შესანიშნავად გამოიყურება და სესკ ფაბრეგასი ამ გუნდის გეგმებში ნამდვილად არ ჯდება, ამიტომ დიდი ალბათობით, "არისტოკრატები" ზამთარში მის გასხვისებას ეცდებიან.

"The Sun"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდილი ესპანელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება "მილანს", "გალათასარაისა" და რამდენიმე ამერიკულ კლუბებს სურთ.

ოკეანის გადაღმა მზად არიან ფაბრეგასს დიდი ჯამაგირი დაუნიშნონ.

სარი სესკს კანტეს, ბარკლის, ჟორჟინიოსა და კოვაჩიჩს ამჯობინებს, ამიტომ მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 355 წუთი გაატარა. 2019 წლის ივნისში კონტრაქტიც ეწურება და ლონდონელებს მისი უფასოდ დათმობა არ სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით